გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზის გაკეთება ნაადრევია
ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებისგან უმჯებესია თავი შევიკავოთ, განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
"ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ჩვენ, ალბათ, დაახლოებით პირველი კვარტლის ბოლოს გვექნება უფრო ცხადი სურათი და ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო ზუსტი პროგნოზი. პროცესები არ არის მარტივი რეგიონში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.