გურამ ოდიშარია: ჩემი ნება რომ იყოს, რიყეზე მიმდინარე მშენებლობებს არ დავუშვებდი
"პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია შეეხო რიყეზე მიმდინარე მშენებლობებს.
დიდი ხანია, ამას საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს.
"რიყის მშენებლობები ძალიან მწვავე საკითხია. თბილისის სიძველეებზე და ძეგლებზე ზრუნვა მერიამ თვითონ გადაიბარა, რაც არასწორია, უნდა მოხდეს ამ საკითხის გადახედვა. შეიძლება რომელიმე სახლი, ან ხიდი ცალკე აღებული ძალიან ლამაზია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს სად დავდგამთ მას. ჩემი ნება რომ იყო რიყეზე მშნებელობებს არ დავუშვებდი, მაგრამ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. ",-განაცხადა მინისტრმა.
ახალი ხელისუფლების ხედვა რიყის მშენებლობებთან დაკავშირებით გასაგებია, მინსიტრის განცხადებით, "არ არის სწორი, როცა ახალი ხელისუფლება მოდის და იძახის, ჩვენ ამას დავანგრევთ! არ მოხდება დანგრევა, მაგრამ აუცილებლად მოხდება რეკონსტრუქცია."
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოვიდა ინიციატივით, რიყეზე 100 000 მოწამის სახელობის ტაძარი აშენდეს. მინისტრის განცხადებით, აუცილებლად მოხდება ამ ინიციატივის განხილვა.