იური მეჩითოვი: ამერიკა და რუსეთი ერთნაირად ყარს!

იური მეჩითოვი: ამერიკა და რუსეთი ერთნაირად ყარს!

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას კულტურული კუთხით ხედავს.


მისივე განმარტებით, ჩვენ უკიდურესობაში გადავარდნამ მიგვიყვანა ჩიხამდე, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.  "ამბობენ, მე მირჩევნია  ამერიკის სანაგვეზე ვიყო, ვიდრე რუსეთის სანაგვეზე! თუ ორი სანაგვეა და ორივე ერთნაირად ყარს, რატომ უნდა ავირჩიოთ რომელიმე? ეს დიპლომატიური სკოლაა. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გამთლიანდეს ჩვენი სამშობლო. ტერიტორიული მთლიანობა არის სუსტი ტერმინი, აქ არ მოიაზრება სამშობლო და ეროვნული ინტერესები, როცა ვამბობთ, რომ  ვიღაც დაეცა ტერიტორიული მთლიანობისთვის, უმართებულოა. თავს სწირავენ სამშობლოს. თუ ამისთვის საჭიროა ხელის ჩამორთმევა ან პურმარილის გაშლა, ამას გავაკეთებთ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობა!  700 000 ადამიანი ცხოვრობს რუსეთში და თუ მათ პირდაპირ ჩავთვლით მტრებად, არაფერი გამოვა", - განმარტავს იური მეჩითოვი
რაც შეეხება სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მეჩითოვის თქმით,  2011 წელს ჩაწერილი კადრებია, ის ამხელა აჟიოტაჟს არ იმსახურებდა. მანვე პრეტენზია გამოთქვა საინფორმაციო სააგენტო "გურიანიუსის" მისამართით,  რომელიც დილიდანვე უმიზეზოდ სდებს ბრალს. "ციტირება ტექსტიდან, რომელიც 2011 წელს ქეიფის დროს "გაშარჟებული" ფორმით წარმოვთქვი, დაკავშირებული არ არის ჩემს ტენდენციურ დამოკიდებულებასთან მეგრელებთან და გურულებთან ", -აცხადებს მეჩითოვი.


"ივერიონის" კითხვებზე, რამდენად მართებულია  მსგავსი ხაზგასმა ადამიანებზე, რომლებიც სრულფასოვანი  ქართველები არიან, მეჩითოვმა უარყოფითად უპასუხა. მისი განმარტებით, რუსები მეგრელებს ქართველებად არ მოიაზრებენ  და ეს მას არ უთქვამს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: