რა ვერ გათვალა იური ვაზაგაშვილის მკვლელმა?

რა ვერ გათვალა  იური ვაზაგაშვილის მკვლელმა?

მთავარი პროკურატურა განმარტავს, რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა. 

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა.

"ასეთი ტიპის ადამიანები ზოგი "ფალიას" რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი იზოლენტით, რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა "იზოლენტი". "ფალიის" სახელურის სურათებში თქვენ შეამჩნევთ, რომ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება, გაგვიმართლა და ამ შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა სახელურზე დნმ-ის კვალი. ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ დღეს ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც ააფეთქა იური ვაზაგაშვილი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: