ნანა დევდარიანი: ყველაფერი კი არ დამთავრდა, ახლა დაიწყო!

ნანა დევდარიანი: ყველაფერი კი არ დამთავრდა, ახლა დაიწყო!

ყოფილი ომბუდსმენი და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა რასმუსენი შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში და ამით შური იძია ახალ ხელისუფლებაზე.


დევდარიანის თქმით, სააკაშვილის ლობისტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, დაერწმუნებნათ ნატოს გენერალური მდივანი, რომ წინა ხელისუფლებაზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება. "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში პრობლემები შექმნან _ ისინი ამ მიმართულებით თანმიმდევრული არიან, ახალი ხელისუფლება კი სამწუხაროდ იგვიანებს _ აცხადებს იგი.


თუმცა, ყოფილი ომბუსდმენი მიიჩნევს, რომ რასმუსენის შეშფოთება საგანგაშო არ არის _ მთავარია ახალმა ხელისუფლებამ არ გაუშვას ხელიდან ბერკეტები და საზოგადოების მხარდაჭერაც გარანტირებული ჰქონდეს. "ნაციონალები" ასე იოლად რომ არ დათმობდნენ პოზიციებს, გასაგები იყო. ახლა ისინი ცდილობენ ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე შეინარჩუნონ საკუთარი კადრები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ "ყველას დაიჭერენ და ყველაფერი კარგად იქნება".


დევდარიანი თვლის, რომ ყველაფერი კი არ დამთავრდა, ახლა დაიწყო!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: