მოთხოვნები, რომელსაც 84 მოშიმშილე პატიმარი აყენებს

მოთხოვნები, რომელსაც 84 მოშიმშილე პატიმარი აყენებს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძ ე სასჯელაღსრულების მე-6 და მე-8 დაწესებულელებში პატიმართა შიშილობას ეხმაურება. როგორც თევზაძე აცხადებს, ამჟამად სულ 84 უვადოდ მსჯავრდებული პირი შიმშილობს.

 

"მოშიმშილეთა მოთხოვნაა მათზეც გავრცელდეს ყველა ის ამნისტირების ნორმა, მათ შორის 2012 წლის ამნისტიის კანონი და საშეღავათო რეგულაციები, როგორც ეს დადგენილია დანარჩენი მსჯავრდებულებისთვის. მოშიმშილეთა მოთხოვნაა ასევე გადაიხედოს მათი საქმეები, რამეთუ ეს პირები თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. ამ საკითხზე მოშიმშილე პატიმრები და მათი ოჯახის წევრები გეგმავენ მიმართონ ხელისუფლებას ამთ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის დარეგულირების რეკომენდაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციამ არაერთხელ მივმართა ხელისუფლებას ადეკვატურად მიდგომოდა პრობლემას, რადგან პრობლემა ვერ გადაიჭრება მხოლოდ მისი დროში გადავადებით. პრობლემას ესაჭიროება სათანადო ანალიზი და დარეგულირება, რასაც დღემდე ამ პირების მიმართ ვერ ვხედავთ. ასევე საყურადღებოა, რომ მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, არ შეიძლება დისკრიმინაციული მიდგომები მსჯარდებულებთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან უმოკლეს ვადებში გახდება შესაძლებელი განხილული იქნას უვადოდ მსჯავრდებულთა მოთხოვნები და მიღებული იქნას სამართლიანი გადაწყვეტილებები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია გეგმავს ამ საკითხზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას, არზეც საზოგადოებას მივაწვდით შესაბამის ინფორმაციებს", – აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: