გოგლა ჟვანია: ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის წევრობას მთავაზობდა!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ყოფილი მთავარი პროკურორის მურთას ზოდელავას განცხადებას გამოეხმაურა, აღნიშნულზე ჟვანიამ "კვირასთან" ისაუბრა.
როგორც გოგლა ჟვანიამ განაცხადა, ხატუნა გოგორიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტის წევრობას სთავაზობდა.
"ეს ადამიანები პანიკაში და ისტერიკაში არიან, რას ლაპარაკობენ, თვითონაც არ იციან. როდესაც მათ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი არ აქვთ, ცდილობენ, სადღაც გადახტნენ და გამოდმოხტნენ, ამოსვარონ ლაფში გარდაცვლილები, ჩემი ძმა მყავს მხედველობაში და რაულ უსუპოვი. ეს არის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი "კაგებეს" მეთოდი და ეს მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად შეისისხლხორცა.
იქ ძალიან კარგად ვიცით, რა სცენა იყო დადგმული. ოჯახის პოზიცია 10 წლის განმავლობაში ნათელი იყო. მუდმივად ვითხოვდით ექსპერტების ჩამოყვანას, მურთაზ ზოდელავასთვის ალბათ წარმოუდგენელია, როდესაც ძმას გიკლავენ და შემდეგ კიდევ რაღაცას აბრალებენ. რა მედროშეობას მაბრალებს? საერთოდ მედროშეობა ცუდი არ არის, ვიღაცას წინ უნდა გაუძღვე. ზოდელავა რა მედროშეობაზე საუბრობს, წარმოდგენა არ მაქვს.
ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით, რაც არასდროს ჟურნალისტისთვის არ მითქვამს. 2005 წელს, როდესაც ზურას პანაშვიდები მიმდინარეობდა, ხათუნა გოგორიშვილი მოვიდა და პარლამენტის დეპუტატობას მთავაზობდა, "ნაციონალური მოძრაობის" სიით, რასაც არ დავთანხმდი", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ .