გიორგი ლაღიძე: "ვხედავთ ხელისუფლების ბინძური ინტელექტის პიკს- მიცვალებულით ვაჭრობას"

გიორგი ლაღიძე: "ვხედავთ ხელისუფლების ბინძური ინტელექტის პიკს- მიცვალებულით ვაჭრობას"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქემე ბოლო დღეების ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. გამოთქმული ვერსიებს არ ეთანხმება ზურაბ ჟვანიას ოჯახი, თუმცა არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხები არ არსებობს. ფაქტების შეფასება პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერს, იურისტს გიორგი ლაღიძეს ვთხოვეთ.

 

ბატონო გიორგი,   ზურაბ ჟვანიას საქმე დამოკლეს მახვილივით კიდია ხელისუფლების თავზე, საზოგადოების დიდი ნაწილი თავდაპირველ ვერსიას, რომელიც ასევე ეფ-ბი-აი-ს დასკვნამაც გაამყარა, უნდობლობას უცხადებს, თქვენ როგორც იურისტი, რამდენად ეთანხმებით გამოთქმულ ვერსიებს? 

„მიმაჩნია რომ ჟვანიას საქმის გამოძიება ძალიან გაიწელა დროში. რატომღაც ამ თემას პოლიტიკური წრეები რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაპირისპირებულები ყოველთვის არჩევნების წინ ააქტიურებენ  ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების თემას და ამით პოლიტიკურ ქულებს იწერენ. სისხლის სამართლი საქმეში არანაირი წინსვლა არ არის და დღემდე  საქმე ვერ იქნა გახსნილი. საერთოდ, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია ვრცელდება და საზოგადოება ორად არის გაყოფილი ნაწილი ემხრობა ოფიციალურ ვერსიას - გაზით გარდაცვალების შესახებ, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია რომ ზურაბ ჟვანია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იქნა მოკლული.  პროფესიით იურისტი გახლავართ და ფაქტებზე დაყრდნობით ვილაპარაკებ.  ქართველი ექსპერტების გარდა, ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დასკვნე დადეს ეფ-ბი-აი-ს ექსპერტებმა, მათ ასევე იმ ბინაში სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუფოვი გარდაიცვალნენ ექსპერიმენტიც ჩაატარეს და დადეს დასკვნა, რომ ზურაბ ჟვანია და უსუფოვი გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ. მე არ მაქვს არანაირი ეჭვის საფუძველი და ვენდობი ეფბიაის ექსპერტების დასკვნას ჟვანიას გაზით მოწამვლის შედეგად გარდაცვალების შესახებ, ხოლო ვინც ამ თემით ბინძურად სპეკულირებს ეს ადამიანები უზნეო ადამიანებად მიმაჩნია. ჯობდა ეფბიაის დასკვნა საერთოდ არ გასაჯაროებულიყო და საზოგადოებას ზურაბ ჟვანია ხალხს ხსომებოდა მისი ცნობილი ფრაზებით -"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი",- რაც შეეხება დასკვნის გასაჯაროებას ამ ფაქტმა ჟვანიას პიროვნებას დიდი ჩრდილი მიაყენა,რაც იმ ადამიანების ბრალია ვინც ამ თემით სპეკულირებს წლების განმავლობაში“.

თავის დროზე ოჯახის მოთხოვნით დაედო ამ საქმეს გრიფი, ეს დამატებით კითხვებს არ აჩენს?

„რა თქმა უნდა  კითხვებს აჩენს, მათ შორის ოჯახის მიმართ.  თავის დროზე რატომ გაასაიდუმლოეს ექსპერტიზის დასკვნა და ხელისუფლების  შეცვლის  შემდგომ განსაკუთრებით რატომ გააქტიურდნენ? თუმცა მიმაჩნია, რომ ყველა უნდა გაუფრთხილდეს გარდაცვლილი პრემიერის ხსოვნას მათ შორის ოჯახის წევრებიც. ეს არის მთავარი და არა ის, თუ ვინ რითი ასიამოვნებს მოქმედ ხელისუფლებას და დაიწერს ქულებს“.

ზოგი ფიქრობს, რომ, ამ თემით ხელისუფლება სპეკულირებს..

„სრულიად ვეთანხმები იმ პოზიციას რომ ხელისუფლება არამარტო სპეკულირებს ამ თემით, არამედ სერიოზული პილიტიკური დივიდენტებიც მოიპოვეს ამ თემის აპელირებით,რაც უზნეო და უნამუსო საქციელად მიმაჩნია. თუ ხელისუფლებას აქვს სხვა ვერსია ოფიციალურის გარდა დადოს, თუ არა და დაანებოს თავი ამ თემით ვაჭრობას. მე ამ ეტაპზე სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ ვხედავ ხელისუფლების ბინძურ ინტელექტს, ის ვაჭრობს მიცვალებულით, მსგავსი პრეცენდენტი არც ერთი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ მოიძებნება, ამიტომ დროა ეს შეწყდეს“.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: