საქართველო ლიტვასთან ენერგეტიკის საკითხებზე ითანამშრომლებს

საქართველო ლიტვასთან ენერგეტიკის საკითხებზე ითანამშრომლებს

14-15 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ლიტვის ენერგეტიკისა და ტარიფების კონტროლის ეროვნულ კომისიას უმასპინძლებს. შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფისში გაიმართება.


როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. შეხვედრაზე  განიხილავენ საქართველოსა და ლიტვაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების პრინციპებს.


ძირითადი  საკითხები განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობის მდგომარეობას და განვითარების შესაძლო მიმართულებებს, მომსახურების ხარისხის რეგულირებას და ა.შ.


ლიტვის მარეგულირებელი კომისიის მხრიდან დელეგაციას კომისიის თავმჯდომარე დიანა კორსაკაიტე უხელმძღვანელებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასიც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: