ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რატომ აპირებს ამერიკა თბილისში "კიევური მაიდანის" გადმოტანას?

რატომ აპირებს ამერიკა თბილისში "კიევური მაიდანის" გადმოტანას?

გაზეთი "ალია" ნაციონალებისა და თბილისში სტუმრად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდის შეხვედრაზე წერს, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები იქნა განხილული. როგორც გაზეთი წერს, პირველ რიგში საუბარი ყოფილა ამერიკის ხელისუფლების არაოფიციალური სურვილებსა და რჩევებზე, რომელიც ნაციონალებს ნულანდმა ჩამოუტანა, რითიც ამერიკელმა დიპლომატმა, ფაქტობრივად, მათ "მწვანე შუქი" აუნთო თბილისში "კიევური მაიდანის" გადმოსატანად.

ნულანდს "ნაციონალებისთვის" უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ არის პრორუსული, მაგრამ ის იმაზე მეტ შეცდომას უშვებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ამერიკას უჭირს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რადგან მისი წარმომადგენლები მათ ყველა რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ ლიბერალური რეფორმების გატარების კითხით, რასაც "ნაცმოძრაობა" უსიტყვოდ აკეთებდა. ნულანდს უთქვამს, რომ ძალიან მალე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელისუფლება გადადგამს მკვეთრ პრორუსულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებს, რაც პროდასავლურ პარტიებს საშუალებას მისცემს, თუნდაც ქუჩის აქციები დაიწყონ ხელისუფლების შესაცვლელად. ნულანდს დაუკონკრეტებია კიდეც, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და თუ ეს პროცესები დროში გაიჭიმა, მაშინ "ნაცმოძრაობას" ამერიკის დიდი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. კონკრეტულად უთქვამს, რომ, ვიდრე რუსეთი უკრაინის პრობლემებშია ჩაფლული, ვიდრე რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, პროდასავლურმა ძალებმა ამ პერიოდში უნდა იაქტიურონ, თორემ, თუ რუსეთმა თავი დააღწია "უკრაინულ ჭაობს", მერე მასთან პაექრობა საქართველოს გამო ძალიან გაგვიჭირდებაო. ეს უკვე პირდაპირი მინიშნებაა თბილისში "მაიდანის" მოდელის გადმოსატანად და ქვეყანაში არეულობის დასაწყებად, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად- წერს გაზეთი.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: