რამაზ საყვარელიძე: შექმნეს მითი, რომ ნატოს სტრუქტურაში შესვლა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა
ნატოს წესდებაც კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის რომელიმე ქვეყანასთან შეიარარებლ კონფლიქტში შევა, ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ გადაცემა "არგუმენტების დროში" ისაუბრა.
"საქართველომ შექმნა მითი, რომ ნატოს სტრუქტურაში შესვლა არის შენი უსაფრთხოების გარანტია. ეს ასე არაა. მე მითოლოგიის უფრო მეშინია, ვიდრე ბომბის, იმიტომ, რომ მითები უარესს შვრება", განაცხადა საყვარელიძემ.
-ნატოში აუცილებელია შესვლა იმიტომ, რომ ნატო არის ის სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს ევროპულ ქრისტიანულ ოჯახს, და დღეს თუ რუსეთი არის ჩვენთვის თემა, ხვალ და ზეგ შეიძლება ისლამი და ჩინეთი იყოს. მაშინ არანაირი სტრუქტურა არ იარსებებს, სადაც ამ თემებზე ვილაპარაკებთ. ნატო არის ერთადერთი სტრუქტურა ამ მხრივ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. მაგრამ ნატო არ არის იმ ქვეყნების გარანტია, რომელიც მისი წევრები არიან და იცით თქვენ, რომ ამ ქვეყნებმა ახლა შეიარაღება დაიწყეს, იმიტომ რომ ნატოს იმედი არ აქვთ. ნატო არ არის ავტომატური, გულუბრყვილო მექანიზმი. ის ითვლის თავის ნაბიჯებს, ნატოს ქვეყნებს უნდათ, რომ მინიმალური რისკი იყოს მათთვის ესა თუ ის ნაბიჯი, სადაა ასე, ისინიც ადამიანები არიან, ხომ? ამდენად ზოგადად ამ ოჯახში ყოფნა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ნუ მივაწერთ იმას, რომ ნატო დაგვიცავს რუსეთის რისკისგან. ხომ ხედავთ, რომ ვერ დაგვიცავს? ფაქტობრივად, დასავლეთი ვერაფერს უხერხებს რუსეთს, - აცხადებს საყვარელიძე.