ლაშა ამირეჯიბი: ბატონო პრემიერო, ჰკითხეთ კაკოია მაჭუტაძე-თაბაგარს, ვინ არის ვასილ აბულაძე და ყველაფერს მიხვდებით!
იცით, რას ვერ ვგებულობ? რას და ევროკავშირთან ხელმოწერილ ხელშეკრულებას ქვეყნის სტრატეგიად რომ გვისახავენ!
სტრატეგია ევროპასთან კავშირები კი არა, ევროპულად ცხოვრებაა, რაც მაძღრობას და "პატრიარქის მიერ ნაკურთხი პრემიების" ათვისებას ნამდვილად არ ნიშნავს.
უკვე იმითაც ვამაყობთ, რომ სიტყვის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში წინ რომ წავიწიეთ სიტყვის თქმა კი არა, სიტყვის მოსმენა და სიმართლის გაზიარებაა მთავარი!
ჩვენ თავისუფლად ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფლად არ გვისმენენ! ამიტომ, თავით უკვე ევროპაში ვართ, ტანის დანარჩენი ნაწილით კი "ნაცების" წუმპედან ვერ ამოვედით.
ბატონო პრემიერო! ჩემი სიტყვების დასამტკიცებლად სამცხე-ჯავახეთის მაგალითიც გვეყოფა. ვერ ვიტყვი, რამდენად ევროპულია გუბერნატორ მაჭუტაძის მისწრაფებები, რადგან მშობლიურ კაკოია თაბაგარს უფრო ვამვსგავსებ მის ქცევებს: ღია საბოტაჟს ეწევა. კაკოიამ დავით მერაბიშვილის დანიშვნა არ იკმარა, მისი მამაც კი დაასაქმა გაზის სისტემაში. იქნება და იკითხოთ (ან იკითხონ თქვენმა ხელქვეითებმა) ვინ და საიდან მოვიდნენ დათო და მამამისი და რატომ ნიშნავენ ვანო მერაბიშვილის ერდგულ ხალხს სხვადასხვა თანამდებობებზე?
გეტყვით: სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო თუ კერძო სტრუკტურებში ნაცების 100%-ნი დასწრებაა!!! ქართული ოცნების მხარდამჭერები სახლებში სხედან და აღარაფრის იმედი არა აქვთ!
ნურც თქვენ გექნებათ არჩევნებზე გამარჯვების იმედი, თუ სასწრაფოდ არ შეცვლით ვითარებას ჯავახეთში.
ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ იმავე კაკოია მაჭუტაძე-თაბაგარს ჰკითხავთ: ვინ არის ვასილ აბულაძე, რა კაცია და ვის ემსახურებოდა წინა ცხოვრებაში? ან როგორ მოიგო 7.5 მილიონიანი ტენდერი და ჯავახეთში ვანო მერაბიშვილის ხალხს ასაქმებს გამალებით.
არქიპო სეთურის არ იყოს, ხალხისსთვის შიში და იმედია საჭირო. შიში ადრე "ნაცებმა" დათესეს, ცრუ იმედებს კი მათი ნაშიერები თესავენ! ნუ გეწყინებათ, მაგრამ ისე არ მოხდეს, "ოცნება" მუნჯი ზებოს ზარს დაემსგავსოს, კაკოია მაჭუტაძე-თაბაგარებმა კი ისეთ წრეებზე გვატარონ... გეტყვით პირდაპირ: სპირიდონა სულანჯიასთვის არცერთი გოჭი არ უნდა დაგეტოვებინათ - ყველა უნდა წამოგეყვანათ. მანდ შეცდით ბ-ნ პრემიერო!!!
პოლიქრონიონ!
პოლიქრონიონ!
პოლიქრონიონ!