ნათხოვარი ტრაქტორი და დაზარალებული ბიუჯეტი-რას ედავებიან კირკიტაძეს?

ნათხოვარი ტრაქტორი და დაზარალებული ბიუჯეტი-რას ედავებიან კირკიტაძეს?

სახელწიფო რესურსი, რომლის უფასოდ გამოყებნებასაც ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს ედავებიან 2 ტრაქტორია. გამოძიების ინფორმაციით დავით კირკიტაძემ მის ძმას ირაკლი კირკიტაძეს და გიორგი უდესიანს რომელიც ყოფილი საჯარო მოხელეა, ავტობაზრობის მშენებლობისთვის გუბერნიის კუთვნილი სპეცტექნიკა უსასყიდლოდ ათხოვა, რის გამოც ბიუჯეტმა 250 ათას ლარამდე იზარალა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება, ფინანსთა სამინიტრსოს საგამოძიებო სამსახურში, დავით კირკიტაძეს დაუსწრებლად წაუყენეს. დადგენილება საგამოძიებო უწყებაში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატს გადასცეს. გიორგი კონდახასვუილმა დღეს გამოძიებისაგან საქმის მასალებიც გამოითხოვა.

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს დავით კირკიტაძე, რომელიც ამერიკის შეერთხებულ შტატებში იმყოფება. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ის სასწავლებლად იანვარში გაემგზავრა და საქართველოში 10 ივლისს დაბრუნდება. 

პოლიტიკურ დევნად აფასებენ კირკიტაძის მიმართს წეყენებულ ბრალდებას ოპოზიციაშიც. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ რომ კიკრკიტაძის დევნა სამთავრობო გუნდის და ყოფილი პრემიერ-მინიტრის დავალებით ხდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ამ პრეტენზიებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. ადამისნის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოძიების დასრულებას ელოდება, თუმცა, ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობას არც თავად გამორიცხავს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: