დავით საგანელიძე: კარგია, რომ ჩვენ არ ვგავართ უზურპატორ ხელისუფლებას!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გადაცემა "რეზიუმეში" საუბრისას განაცხადა, რომ აჭარაში უმრავლესობის დაკარგგვაში დიდ პრობლემას ვერ ხედავს.
"ძალიან კარგია, რომ ჩვენ არ ვგავართ უზურპატორ ხელისუფლებას, რომელიც, თუ ვინმე იტყოდა, რომ აღარ მოსწონს პარტია, აღმოჩნდებოდა ან ციხეში ან სახლში დატერორებული, ან ნაცემი, ქუჩაში დაგდებული, სიკვდილის პირას მიყვანილი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა. კიდევ კარგი, რომ ეს არ ხდება. თუ აჭარის უზენაეს საბჭოში მოხდა ისე, რომ ორმა ადამიანმა მათი ახლო მეგობრის და მათი დიდი ხნის ახლობლის ხათრით, დაძალებით, დაჟინებით, დაინტერესებით თუ პოლიტიკური მოსაზრებებით რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი გარბის", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.