700 ათასი ლარი, რომელიც დღეს დავის საგანი გახდება
ე.წ. ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ორი სახელმწიფო დაწესებულების გასანათებლად თითქმის 700 ათასი ლარის გამოყოფის საკითხს დღეს საკრებულოს ბიურო დაჩქარებული წესით განიხილავს.
საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობასა და სახელმწიფო კანცელარიის გარე განათებაზე. დღესვე იმსჯელებენ მერიის მიერ საბავშვო ბაღების სააგენტოსთვის მანქანების შესაძენად 100 ათასი ლარის გამოყოფაზე.
ნაციონალური მოძრაობის აზრით, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე ფინანსების ამ მიმართულებით წარმართვა გაუმართლებელია.
"ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ რეალობასთან, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში," - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.