მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო?-მერის მოადგილეები დღეს სამსახურში არ გამოცხადებულან

მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო?-მერის მოადგილეები დღეს სამსახურში არ გამოცხადებულან

აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე თბილისის ვიცე-მერისა და მერის მოადგილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სუდაძე ამბობს, რომ დღეს მას მერის მოადგილეები არ უნახავს, თუმცა გუშინ ისინი სამუშაო რეჟიმში იყვნენ და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ.

"ეს ინფორმაცია პირველად მოვისმინე თქვენთან, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბატონი გუგა, ბატონი ალეკო და მე გუშინ ერთად ვმუშაობდით. მოსალოდნელ გადადგომაზე ვერაფერს ვიტყვი, ალბათ ეს არის ჭორი," - აცხადებს სუდაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: