რატომ ჩააჩოჩეს ირაკლი ღარიბაშვილი-ვინ მართავს "ოცნებას"?

რატომ ჩააჩოჩეს ირაკლი ღარიბაშვილი-ვინ მართავს "ოცნებას"?

"ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე, სანდრო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს შორის დაპირისპირება გაზის ტარიფის უკავშირდება, კერძოდ ელისო კილაძე აცხადებს, რომ ენეგრეტიკის მინისტრი კახი კალაძე, გაზზე საფასურის მომატების ინიციატივით გამოდის, რასაც პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ელისო კილაძეს ინფორმაციით ღარიბაშვილსა და კალაძეს შორის დაპირისპირება პარტიაში გარკვეულ გავლენებსაც უკავშირდება

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, ის აბსოლუტურად ჩამოშორებულია "ქართული ოცნების" მართვის სადავეებს, მთლიადან "ქართული ოცნების" მართვის სადავეები ხელში აიღო, კახი კალაძემ, გენერალურმა მდივანმა, მიდის კადრების აბსოლუტური ჩანაცვლება და მიდის მუშაობა იმ ადამიანებთან რომლებიც 2012 წლის არჩევნების დროს "ქართულ ოცნებაში" მოღვაწეობდნენ . ისინი აღმოჩნდნენ ბორტს მიღმა და გადაგდებულები, ყველა მათგანს ჰპირდებიან, რომ როგორმე იქნებ მობრუნდნენ პარტიაში და მათი შრომა იქნება სათანადოდ დაფასებული, მაგრამ ეს არ არის ერთადეთი დაპირისპირება, რაც პარტიაში ხდება პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შორის, მათ შორის დაპირისპირება გახლავთ ასევე მთავრობაში, რამდენადაც მე ვიცი, განსაკუთრებული შეხლა-შემოხლა ღარიბაშვილთან კალაძეს შორის ყოფილა გაზის ტარიფთან დაკავშირებით, კერძოდ კალაძე იყო მომხრე და ითხოვდა გაზის ტარიფის მომატებას, რაც მოგეხსენებათ არათუ "ქართული ოცნების" დაპირებაში, არამედ ყველაზე აუხდენელ ოცნებაშიც წარმოუდგენელი იყო რომ ტარიფები გაიზრდებოდა ამ ქვეყანაში, მეტიც ჩვენ გვპირდებოდნენ ტარიფების განახევრებას და ერთ-ერთი ინიციატორი ამისა იყო სწორედ კახი კალაძე. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტარიფების მომატების საკითხის განხილვისას ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა გაღიზიანდებოდა და და წინასაარჩევნო დაპირებები არ იქნებოდა შესრულებული, არამედ იმიტომაც, რომ ეს რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, ლარის გაუფასურების პირობებში, კიდევ უფრო დიდი ტვირთი იქნებოდა, როგორც მოსახლეობისათვის ასევე იურიდიული პირებისათვის განსაკუთრებით, რომელთა ტარიფიც მნიშვნელოვნად იზრდება, კალაძეს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა ღარიბაშვილთან, მეტიც, მას ძალიან უხეშად უპასუხია და როგორც ჩემი წყარო მეუბნება, მიაყარა ფურცლები ღარიბაშვილს და ეს 150 მილიონი შენ თვითონ მოიტანე საიდანაც გინდაო, ესეც კი გაუბედავს. როგორც ჩანს, კალაძე იღწვის თავისი გავლენების გაფართოებისათვის მთავრობაში და მე რამდენადაც ჩემი წყარო მეუბნება, ლამის ოცნებად აქვს გადაქცეული, როდის გახდება პრემიერ-მინისტრი. მე მეეჭვება, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიჭიროს, მეტიც შეიძლება ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვებაც მოუხდეს ან მთლიანად პარტიაში გადაბარგება მოთხოვონ სამთავრობო ცვლილებების დროს, მაგრამ რეალობა გახლავთ სწორედ ასეთი რაც მე ახლა მოგახსენეთ",-განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო: pirveliradio.ge

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: