ნინო ბურჯანაძე: ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზი დროული და ადექვატური იყო

ნინო ბურჯანაძე: ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზი დროული და ადექვატური იყო

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით,  მისასალმებელი იქნება, თუ მოსკოვი აფხაზებთან და ოსებთან თბილისის პირდაპირ დიალოგს ხელს შეუწყობს. ამის შესახებ მან  გააკეთა ზურაბ აბაშიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

"ვფიქრობ ვინც ადევნებს თვალს ჩემი განცხადებებსა და მათ შემდეგ განვითარებული მოვლენების დინამიკას, დამეთანხმება, რომ რასაც მე ვამბობდი, რისთვისაც მე ანათემას გადამცემენ ხოლმე, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე ადამიანები, იგივე პოლიტიკური ძალები ჩემს სიტყვებს იმეორებენ. მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზი ან განცხადება იყოდროული, ადექვატური და ერთადერთი სწორი.

მე არაერთგზის მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ უნდა ვისაუბროთ პირდაპირი დიალოგის მეშვეობით აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ რუსებთან საუბრის გარეშე, რუსებთან მოლაპარაკების გარეშე, რუსეთის პოზიტიური წვლილის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება ვერანაირი პროგრესი.

მთავარი სამშობლოა და მსოფლიო ისტორიის მანძილზე იმის ძალიან ბევრი მაგალითია, თუ რა ხდება და რა ემართება იმ ქვეყნებსა და ერებს, რომლებიც რუსებს არ ელაპარაკებიან დიპლომატიის ენით და ცდილობენ ძალის ან შანტაჟის ენით დაელაპარაკონ.

იმედი მაქვს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაინც იქნება ჭკუის სასწავლებელი ნამდვილი პარტიოტებისათვის, რომლებიც თუნდაც ცდებოდნენ, ხოლო ვინც დაკვეთებს ასრულებს და მართლა პაგონები აქვთ და კონკრეტული სახელმწიფოების ინტერესებს აყენებენ საქართელოს ინტერესებზე მაღლა, იმ ადამიანებისთვის რა თქმა უნდა ჭეშმარიტება არასოდეს არ იქნება ის, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება" - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, РИА Новости-სთან ინტერვიუში განცახადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირადაპირი დიალოგი, სწორია.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: