საბოტაჟი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ-რა საფრთხეშია გომელაური?

საბოტაჟი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ-რა საფრთხეშია გომელაური?

ლალი მოროშკინა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, მოროშკინა დარწმუნებულია, რომ გომელაურის წინააღმდეგ საბოტაჟი მზადდება.

"მივმართავ შსს-ს მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს! ბატონო ვახტანგ, გიდასტურებთ ჩემს  პატივისცემას და გაფრთხილებთ, რომ პირადად თქვენს წინააღმდეგ და თქვენი ერთგული მებრძოლების წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი, რასაც გადატრიალება მოყვება! მე არასოდეს მითქვამს ის, რაშიც 100%-ით დარწმუნებული არ ვყოფილვარ! მაქვს ფოტო და ვიდეო ფაქტები! მზად ვარ პირადად წარმოგიდგინოთ მასალები. და კიდევ ერთი, ამ ფოტოზე ჩემი ოჯახის წევრის გიორგი გუდაძის მანქანაა, რომელიც 17 თებერვალს, საღამოს 20.30 საათზე, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ვაკის საცურაო აუზთან, მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს და ბეწვზე გადარჩა. არანაირი გამოძიება, არანაირი კამერების ამოღება! მხოლოდ ჩვენი მეგობრების დაშანტაჟება, ქალაქიდან იძულებით გაყვანა და კოკაინის, დიახ კოკაინის შეთავაზება! (ნაცნობი სცენარი) და ეს ყველაფერი თქვენი სახელით! მზად ვართ ვითანამშროლოთ გენინსპექციასთან, ასევე ვითხოვთ საქმე, რომელიც სამარცხვინო 118 მუხლით აღიძრა, 109 მუხლში გადაკვალიფიცირდეს! 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: