ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ალექსანდრე მარგიშვილი  თანამდებობიდან გათავისუფლდა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ  ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მარგიშვილი  მარტიდან "მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს" უხელმძღვანელებს.

"დაინტერესებულ ინვესტორთა მხარდაჭერა, ბიზნესსაქმიანის ხელშეწყობა მთლიანად მნიშვნელოვანია დედაქალაქის ეკონომიკის განვითარებისა და ზოგადად, დედაქალაქის განვითარებისათვის. "მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" იმუშავებს იმაზე, რომ მოემსახუროს ინვესტორებს, წაახალისოს მათი საქმიანობა, დაეხმაროს კაპიტალდაბანდებების განხორციელებაში. მარტის პირველ ნახევარში შეიქმნება ასეთი ცენტრი, რომელსაც ჩემი დავალებით  ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. მას შემდეგ, რაც შეიქმნება ცენტრი და მარგიშვილი გახდება ამ ცენტრის ხელმძღვანელი, ის აღარ შეასრულებს ვიცემერის მოვალეობას," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს - გიორგი ხელაიას, მერიაში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილება მას არ ეხება.

შეგახსენებთ, გუშინ,  მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.  კერძოდ, კი საუბარი იყო მერის მოადგილეების ალექსანდრე მარგიშვილისა და გიორგი ხელაიას გადადგომის შესახებ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: