როლანდ ახალაია: ეს ქვეყანა ალბათ, მალე დაინგრევა!
ბაჩო ახალაია თეა წულუკიანის, სოზარ სუბარისა და ირაკლი ალასანიას პირადი პატიმარია. ამის შესახებ შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მამა, დეპუტატი როლანდ ახალაია საუბრობს.
როლანდ ახალაია სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"ქურდებთან შეჰყავთ შს ყოფილი მინისტრი და აწამებენ მას. ჩვენ მოვითხოვთ დღეიდან სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობიდან გადადგეს და ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ეს არის სახელმწიფო ტერორი, ირაკლი ალასანიას, სუბარის, წულუკიანის პირადი პატიმარია და თუ ასე გაგრძელდა, ეს ქვეყანა ალბათ, მალე დაინგრევა", - განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები იხდიან სასჯელს.