ნოდარ ხადური: მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები აქვს
მთავრობას როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი გეგმები აქვს შესასრულებელი, განცხადება ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის და ბიზნეისი წარმოამდგენლების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს პრივატიზაციის დაჩქარებას. ამ გეგმაში ასევე იგულისხმება გაიზარდოს ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა საქართველოში. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა. ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯები. ჩვენ სერიოზულ საგადასახადო სტიმულებზე ვმუშაობთ, ეს ეხება მშენებლობის სტმულირებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.