ირმა ინაშვილი: ვერ გამაჩერებთ!
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის ბეჟან გუნავას განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:
"ამ პასუხს ბეჟან გუნავას ვწერ, არა როგორც პარტიის გენერალური მდივანი, არამედ როგორც... უბრალოდ ირმა ინაშვილი. შე უგუნურო, ბურჯანაძესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, სადღობელაშვილთაც და მრავალ სხვასთანაც, მაგრამ ჩვენ არც ალიანსში ვართ და არც ბლოკში.
შე უჭკუო, ნინო ჯღარკავა და მაკა რაზმაძე ჩემი მეგობრები არიან და არა პარტიის წევრები. ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და რასაც უნდათ, იმას დაწერენ. შე უტვინო, ჩვენს პარტიას რამის თქმა რომ სურდეს, შესაბამის განცხადებას გააკეთებდა. გინდა აქციები მოაწყე და გინდა მანიფესტაცია, ან რისი მაქნისი ხარ, ან ვის აინტერსებს შენი გაკეთებული რაიმე?! შე უინტელექტო, ან რა იცი, ვის ვაკრიტიკებ და ვის-არა, ან სიტყვა "სატელიტის" მნიშვნელობა თუ გესმის, რა არის?! ან რა რეალური ოპოზიცია შენა ხარ?! შენ ოპოზიცია კი არა, არარაობა ხარ. ჩვეულებრივი არარაობა. რეალურად ამ უაზრო ბრიფინგს ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ. ყველამ იცის, რომ ვამზადებ სახელმწიფო სტრუქტურების მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ზონდერების და ასევე, ნაცისტების მოკავშირეთა სიას. ახლოვდება გამოქვეყნების დრო და ნაციონალური მოძრაობა, ასევე, დაინტერესებული ჯგუფები სხვადასხვა მხრიდან იწყებენ შეტევას ჩემს წინააღმდეგ. მოკლედ გეტყვით: ვერ გამაჩერებთ!"