თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტთან სახალხო დამცველის საკითხზე საუბარს გეგმავს.
მისი განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას სახალხო დამცველთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ ომბუდსმენობის კანდიდატად ნინო ხატისკაცი დაასახელა და მასთან შეხვედრა უკვე გამართა. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ისინი სახალხო დამცველობის მსურველ სხვა კანდიდატებსაც მოუსმენენ, თუმცა მათი გადაწყვეტილება არ შეიცვლება.