კახეთში სახლებს თავიდან გადახურავენ
კახეთში სტიქიით დაზარალებულთა უკვე გადახურული ზოგიერთი სახლი ხელახლა გადასახურია.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ინფორმაციით, მინისტრმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარმანია ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს მასშტაბური ხასიათის არ არის, თუმცა ასეთი შემთხვევების შესახებ მათ ინფორმაცია აქვთ. მისივე თქმით, ამ სახლის გადახურვა ზაფხულში მოხდა, კომპანიებმა კი სახლები ერთწლიანი გარანტიით გადახურეს, ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მათ ხელახლა გადახურვას მოსთხოვს.
შეგახსენებთ, რომ თელავში ძლიერი წვიმა და სეტყვა ივლისში იყო. სტიქიის შედეგად კახეთის დიდი ნაწილი დაზარალდა. ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულებს სახლები გადაუხურა და კომპენსაციები დაურიგა.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტრომ კახეთში მონიტორინგის ჯგუფი გაგზავნა. მინისტრის განცხადებები სწორედ, მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით შედეგებს ემყარება.