ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ზუგდიდში მეგის ქარდავას ცოლის ძმა დაჭრეს

ზუგდიდში მეგის ქარდავას ცოლის ძმა დაჭრეს

ზუგდიდში მეგის ქარდავას ცოლის ძმა დაჭრეს. შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდის ცენტრში მეოთხე სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ყოფილი თანამშრომელი,  ირაკლი ფიფია ავტომობილის სამრეცხაოსთან გაჩერდა რის შემდეგაც მასთან ორი პირი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

 

როგორც ფიფია "კურიერის" ჟუნრალისტთან საუბრისას აცხადებს, მას შემდეგი სიტყვებით მიმართეს  "თქვენი დრო დამთავრდა ახლა ჩვენი დრო მოვიდაო." ამ მიმართვის შემდეგ ფიფიასა და მასთან დაპირისპირებულ პირებს შორის ჩხუბი მოხდა რა დროსაც ირაკლი ფიფია დანით ფეხში დაჭრეს. 

 

დაზარალებული მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. ირაკლი ფიფია სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა პირად საუბრებში ამბობს, რომ მისთვის ცნობილია თავდამსხმელების ვინაობა და ესენი გიგა და ირაკლი ჭითანავები იყვნენ.

 

მომხდარზე დაყწებულია გამოძიება. საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: