გიგი უგულავა ზაზა გაბუნიას განურისხდა

გიგი უგულავა ზაზა გაბუნიას განურისხდა

ხვალ ზაზა გაბუნია  გიგი უგულავას მისამართით  სპეცგანცხადებას გაავრცელებს. ამის შესახებ ზაზა გაბუნიამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.


“დღეს ჩვენ ყველამ ვიხილეთ აღშფოთებული ქალაქის მერი, რომელიც ჩემი მხრიდან გამოძიების დაწყების მოთხოვნამ განარისხა. არ მიკვირს, რომ გაბრაზდა. არ არის მარტივი საკითხი. რაც შეეხება მისი მხრიდან ჩემი მისამართით ნათქვამ სიტყვებს, ამაზე განცხადებას ხვალ გავაკეთებ”,  - აცხადებს ზაზა გაბუნია.


შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქრისტიან- დემოკრატების“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ  დღეს ფრაქციის წევრებთან ერთად, მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილის მერიის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა და საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: