ეკა ბესელია: წინა ხელისუფლების დროს ქვეყანა სანახაობით იმართებოდა
ახალი დეპარტამენტის სამუშაო პროცესისთვის პროკურორები განსაკუთრებული ნიშნით შეირჩნენ, - ამის შესახებ გადაცემა "რეაქციის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელიამ ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც სამართლიანობის აღდგენის პროცესის გააქტიურება ხომ არ უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
"წინა ხელისუფლების დროს სანახაობით იმართებოდა ქვეყანა და ეს ინერციით გამოყოლილი კითხვაა. 300-ზე მეტი საჯარო მოხელეა წინა პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისგებაში მიცემული და 2013-2014 წლებში იყო დაახლოებით 100-ზე მეტი საქმე, რომელზეც განაჩენი დადგა ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის გამო. ასე რომ, ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა", - განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებაც ისაუბრა, და განმარტა, რომ ახალი დეპარტამენტის სამუშაო პროცესისათვის პროკურორები განსაკუთრებული ნიშნით შეირჩნენ. მისივე თქმით, ქონებრივი ანაზღაურების საკითხის მოგვარებამდე ადამიანებს სჭირდებათ ღირსების აღდგენა.