ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რა დაჯდა ივანიშვილის სახლთან გამართული აქცია-ვინ რამდენი მოტეხა „ობშჩიაკიდან“?

რა დაჯდა ივანიშვილის სახლთან გამართული აქცია-ვინ რამდენი მოტეხა „ობშჩიაკიდან“?

,,თავისუფალი თაობის" ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქცია ბიზნესმენმა თამაზ გაიაშვილმა დააფინანსა.

სადღობელაშვილი, ამის შესახებ გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან" საუბრში აცხადებს.

მისივე თქმით, მთავრობის დისკრეტაციის მიზნით, საპროტესტო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

,,მე მაქვს ინფორმაცია, რომ თამაზ გაიაშვილმა, რომელსაც სააკაშვილის ხელშეწყობით მონოპოლიზებული ჰქონდა ავიახაზების ბიზნესი, სამ პოლიტიკურ პარტიას - კუკავას პარტიას, ქდმ-ს ყოფილ ფლანგს და ,,რეფორმატორებს" ფული გაუგზავნა, საუბარია 50 ათას დოლარზე. მან ამ საქმისთვის ამდენი გასცა და მერე ვინ რამდენი მოტეხა და ამ საქმეს რამდენი მოხმარდა, ეგ არ ვიცი. მაგრამ, ამ პარტიებს დაევალათ, რომ ამ ფულით 21 მარტამდე, საზოგადოებაში საპროტესტო ტემპერატურა მაქსიმალურად აწიონ. ამ დღეებში, ამ სამი პარტიის კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების დაკნინებისკენ იქნება მიმართული.

შემდგომში კი, ამ პარტიების სამიზნე იქნება ავიახაზები და დაიწყებენ გაპროტესტებას, რომ საავიაციო ბაზარზე რუსული კომპანია არ სჭირდებათ და რომ საჭიროა ეროვნული ავიახაზების გაძლიერება. ეს იმიტომ, რომ გაიაშვილის ბიზნესს შეუწყონ ხელი",- აცხადებს სადღობელაშვილი.

მისივე ინფორმაციით, აქციაში თავად გაიაშვილის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

,,ასევე, მაქვს 100%-იანი ინფორმაცია, რომ გაიაშვილმა, ჩატარებული აქციისთვის, ამ პარტიებს არა მარტო ფულადი რესურსი მისცა, არამედ ფიზიკურადაც დაეხმარა. პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი, ვისაც მანქანა ჰყავდა, ამ აქციაში მონაწილეობდა. ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც მაქვს",- აცხადებს ორგანიზაციის ლიდერი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: