რატომ გადავიდა თამარ სანიკიძე პირად ანგარიშსწორებაზე?

რატომ გადავიდა თამარ სანიკიძე პირად ანგარიშსწორებაზე?

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა (პსც) რამდენჯერმე მიმართა მთავრობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძისა და მისი უშუალო ქვემდგომის - სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ონოფრიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებნლობის საკითხთან დაკავშირებით.

" ჩვენი მოთხოვნა გამოწვეული იყო განათლების სისტემის დანაშაულებრივი ნგრევის, არასწორი მენეჯმენტის, აშაკარა ნეპოტიზმისა და სხვა პრობლემის გამო. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსთან მიმართებაში კი ეჭვს იწვევს, როგორც წინა (ონოფრიშვილი მაღალჩინოსანი იყო კეზერაშვილის უწყებაში), ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მისი საქმიანობის კანონზომიერება. მთავრობამ ყურად არ იყო ჩვენი მოთხოვნები, რამაც, როგორც ჩანს, წააქეზა მინისტრი სანიკიძე. ის დაადგა კონფრონტაციის კიდევ უფრო გაღრმავების გზას: პსც-ს ხელმძღვანელის დავით ფერაძის სამართლიან კრიტიკაზე და გამოთქმულ შენიშვნებზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, კვლავ აგრძელებს ფერაძის დევნას. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ 116-ე საჯარო სკოლის (აქ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას დავით ფერაძე) დირექტორზე განხორციელებულ ზეწოლას, რის უკანასკნელ დადასტურებას წარმოადგენს სკოლის დირექტორის წინააღმდეგ გამოცემული უკანონო წერილობით გაფრთხილება, თავის მხრივ ეს გაფრთხილება ეყრდნობა ზემოხსენებული აუდიტორის მიერ უკანონოდ შეთითხნილ, ყალბ დოკუმენტს. აშაკარაა, თამარ სანიკიძე გადავიდა პირად ანგარიშსწორებაზე და საამისოდ აამოქმედა თავის ხელთ არსებული ყველა სამთავრობო ბერკეტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს პრემიერ მინისტრისაგან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისგან დაატოვებინოს დაკავებული თანამდებობა განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელ მინისტრს თამარ სანიკიძეს. გამოვთქვამთ მზად ყოფნას ბატონ პრემიერთან სათანამშრომლოდ, თუმცა, თუ მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში არ დადგება სანიკიძის პასუხისმგებლობის საკითხი, ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ პროეტესტის ყველა, მათ შორის უკიდურესი ფორმა და საპროტესტო აქტივობას გავაგრძელებთ სანიკიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენებამდე. პროტესტის თანმხლებ არასახარბიელო შედეგებზე, მათ შორის პსც-ს ხელმძღვანელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა კი ნებსით თუ უნებლიეთ მთავრობას დაეკისრება. აქვე დავძენთ, რომ პსც მზადაა შეუერთდეს 116-ე საჯარო სკოლის საგაფიცვო კომიტეტის მიერ დაგეგმილ ყველა სახის პროტესტს, რომელიც, სავარაუდოდ მიმდინარე კვირისთვისაა დაგეგმილი. ვიმედოვნებთ, რომ პრემიერი გამოიჩენს გონიერებას და თამარ სანიკიძის თანამდებობასა და განათლების სისტემაში არეულობას შორის სწორ არჩევანს გააკეთებს"-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: