ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დაპირსპირება ია მეტრეველსა და გურამ დონაძეს შორის

დაპირსპირება ია მეტრეველსა და გურამ დონაძეს შორის

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამრთლო პროცესი დაპირისპირებისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. კამათი ია მეტრეველსა და გურამ დინაძეს შორის მოხდა. ბუტა რობაქიძის დედის გაღიზიანება საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გურამ დონაძის შეკითხვამ გამოიწვია, რომელმაც მოწმეს ჰკითხა, რას გულისხმობდა, როდესაც აღნიშნა, რომ დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებმაც ცხოვრება გაუნადგურეს. "ქალბატონო ია, დაკითხვის დაწყებამდე თქვენ განაცხადეთ, რომ ოჯახი გაგინადგურდათ და აღარ გყავთ. თუ შეიძლება გვითხარით, რას ნიშნავს ეს". - მიმართა დონაძემ მეტრეველს, რომელმაც დონაძეს ნაძირალა და გარეწარი უწოდა. ამის შემდეგ გურამ დონაძის მისამართით შეძახილები ისმოდა სასამართლო სხდომის დამსწრე პირებისგან. ამ ფაქტს დარბაზში ხმაური მოჰყვა და მოსამართლემ 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: