რატომ ეშინია უმრავლესობას დებატების?

რატომ ეშინია უმრავლესობას დებატების?

პრეზდენტის მიერ რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, თავისუფალი დემოკრატები კმაყოფილებას გამოთქვამენ.

 

ვიქტორ დოლიძის განმარტებით, პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში თარიღისა და ფორმატის შესახებ სპეციალურ განკარგულებას გამოსცემს.

 

"ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ იგი ძალიან რაციონალურად, სწორად და ადეკვატურად აღიქვამს არსებულ ვითარებას და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს ამ ვითარების მოსაგვარებლად," - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორი დოლიძემ.

 

რიგგარეშე სესიის დანიშვნას მიესალმება ნაციონალური მოძრაობაც.

 

გიგი წერეთელის განცხადებით, კარგია, თუ სხდომა ჩატარდება. მისი თქმით, უმცირესობა ადრეც ითხოვდა სხდომის ჩატარებას, მაგრამ ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლებმა ის ჩააგდეს.

 

"თუ იქნება დებატები, ამის არავის არ უნდა ეშინოდეს, ხალხს სჭირდება განმარტებები, ვინ არის პასუხისმგებელი, რა იქნება ხვალ, რა პროცესები გვაქვს დღეს. ეს ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს. სამწუხაროდ, არ ესმით, რომ სწორედ ღია დებატები უნდა იყოს ამ საკითხზე," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი წერეთელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: