რატომ არ მივიდა უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრაზე?
აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გადაიდო.
შეხვედრის გადადების მიზეზი სატელეფონო ზარი იყო. დავით საგანელიძემ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ შეხვედრა რამდენიმე დღით გადადებულიყო.
ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თიკო მჟავანაძის განცხადებით, სატელეფონო საუბარი პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს შორის დღეს დილით შედგა.
ამ დროისთვის თიკო მჟავანაძე ვერ აკონკრეტებს, თუ როდის გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.