ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ალეკო ელისაშვილი: მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია თავიდან უნდა დაკომპლექტდეს

ალეკო ელისაშვილი: მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია თავიდან უნდა დაკომპლექტდეს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია თავიდან უნდა დაკომპლექტდეს, არსებული შედეგები კი გაუქმდეს.

 

ელისაშვილი იმასაც აღნშნავს, რომ ეჭვები კომისიის მუშაობაზე ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდათ, როცა მის შემდგენლობაში ოპოზიცია არ იქნა წარმოდეგნილი. 

 

"შევთანხმდით, რომ მერიასთან ერთობლივად შეიქმნებოდა საკონკურსო კომისია და ოპოზიცია იქნებოდა აუცილებლად წარმოდგენილი მასში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომისია ისე დაკომპლექტდა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ არის წარმოდგენილი. ეს იყო ძალიან აღმაშფოთებელი, ჩვენ მაშინ უნდობლობა გამოვთქვით ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და აი შედეგები სახეზეა. მე ვემხრობი, რომ ეს შედეგები გაუქმდეს და თავიდან დაკომპლექტდეს კომისია, მაგალითად გასაუბრების ნაწილზე იყო საუბარი, რომ ვიდეოგადაღება მოხდეს და ა.შ.",-განაცხადა ელისაშვილმა. 

 

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდამ" თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დატოვების შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. -

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: