დავით უსუფაშვილი: ოპოზიციას ამ უსაგნო ხმაურში ვერ ავყვებით!

დავით უსუფაშვილი: ოპოზიციას ამ უსაგნო ხმაურში ვერ ავყვებით!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ნაცმოძრაობას" შეიძლება ყველაფერი დასწამო, მაგრამ საპარლამენტო ცხოვრების არცოდნას ვერ დააბრალებ".

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"რას შეიძლება მივაწეროთ ოპონენტების ქმედება და მოთხოვნა? მათ არაკომპეტენტურობას? ნაცმოძრაობას ყველაფერი შეიძლება დასწამო, მაგრამ ის, რომ საპარლამენტო ცხოვრება არ იციან, ამას ვერ იტყვი. ესე იგი ერთადერთი ამოცანაა აქვთ, ხმაური, საგანგებოობის და საგანგაშოობის რეჟიმის შექმნა და მეტი არაფერი. სხვა შემთხვევაში მათ ძალიან კარგად იციან, როგორ ხდება რიგგარეშე სხდომის მოწვევის რეგლამენტი იცის პრეზიდენტმაც, მე არაერთხელ მიმიმართავს მისთვის. პარლემენტმა უნდა დავიცვათ კონსტიტუციური უფლება და არ უნდა მივცეთ არც უმცირესობას, არც მთავრობას მომავალში, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კონსტიტუციური მექანიზმები ისე იქნეს გამოყენებული, რომ მას ხვალ ხუთი საკითხის განხილვა მიაჩნია მიმართოს პრეზიდენტს, მაშინ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და იმსჯელოს იმ სამ საკითხზე, მერე მე გადავწყვეთ, რომ 30 საკითხია განსახლივლელი და კიდევ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილმა ოპოზიციას მიმართა, რომ ნუ გაუკვირდება ოპოზიციას, თუ უმრავლესობა მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ უსაგნო ხმაურში არ ჩაებმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: