ВЗГЛЯД: შეთქმულების სასტიკი ვერსია დაკავშირებულია ალასანიასთან

ВЗГЛЯД: შეთქმულების  სასტიკი ვერსია დაკავშირებულია ალასანიასთან

რუსული გამოცემა ВЗГЛЯД-ი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ გარკვეულ ვერსიებს აყალიბებს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რასთანაა ეს დაკავშირებული, ძნელი სათქმელია, თუმცა შესაძლებელია ვარაუდი.  ხელმოწერის გადადების მიზეზებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვერსიას შორის გამოცემა საქართველოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებებსაც განიხილავს. 

 

"შეთქმულების ყველაზე სასტიკი ვერსია დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. ალასანიას ამბიციები მზარდია. მის მთელ რიგ გამოსვლებს  შორის  იყო რუსეთთან მოლაპარაკებების სრული კრახის შესახებ განცხადება, რომელმაც ძალიან გააბრაზა მოსკოვი. დღევანდელ მდგომარეობაში ნებისმიერი მძაფრი მოძრაობა მეზობლის მხირდან აღიქმება ძალიან ფრთხილად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა შიდა პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში სწორედ რუსეთთან ურთიერთობაზე პოზიციის ფორმულირებაზეა ორიენტირებული", - წერია ВЗГЛЯД-ში.

 

 ცნობისთვის, ამავე გამოცემის ცნობით შეთანხმების ხელმოწერა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: