წითელქუდას რუსი ბებია

წითელქუდას რუსი ბებია

რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები რუსი ბებია მგელს შიშველი ხელებით შეერკინა.

აიშატ მასხუდოვა, რომელიც რუსეთის სამხრეთ რეგიონის დაღესტნის სოფელ ნოვო ბირიუზიაკის მცხოვრებია, თანასოფლელებთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, როცა ხბოს ბღავილი შემოესმა. 56 წლის ქალბატონი სასწრაფოდ გაექანა ხბოს გადასარჩენად და მგლის შეიშინებას შეეცადა, მგელმა კი ხბოს დაგლეჯვა მიატოვა და ქალბატონისკენ გაიწია.
 
თუ კი საყოველთაოდ ცნობილ ზღაპარ "წითელქუდაში"  მგლის კლანჭებიდან ბებია შვილიშვილმა, პატარ წითელქუდამ იხსნა, დაღესტნელი ბებია ნაჯახმა გადაარჩინა.

ბებია ყვება: "თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ არ მქონია შიშის გრძნობა, აი დაახლოებით, ასე ვიდექი, ასე მეკავა ნაჯახი, როცა გააფთრებული ხახადაბჩენილი მგელი უცებ შემომახტა და ფეხები დამფხაჭნა. როცა მე ხელები ავწიე და ნაჯახის ჩარტყმას შევეცადე, მგელი უკვე ხელებში მწვდა, მინდოდა მგლისთვის პირი დამეღებინებინა და ჩემი მუშტი ბოლომდე ჩამეყო მის ყელში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. მგლის გააფთრებული შემოტევა ბოლოს ნაჯახით მოვიგერიე. ნაჯახი მას პირდაპირ თავში ჩავარტყი."

ქალბატონ მასხუდოვას ამ ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, მაგრამ ამჯერად თავს კარგად გრძნობს. თანასოფლელებმა მას აღუთქვეს, რომ სოფელს შემოსეულ მგლებს უკვე თავად გაუმკლავდებიან.

http://uk.news.yahoo.com/wolf-attack-russian-granny-fights-off-beast-071805743.html



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: