ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

"ზურაბ ტყემალაძემ "ინტელექტბანკი" გააკოტრა და 16 მილიონი მიითვისა"

"ზურაბ ტყემალაძემ "ინტელექტბანკი" გააკოტრა და 16 მილიონი მიითვისა"

ეკონომიკის ექსპერტი მრეწველთა ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს "ინტელექტბანკის" გაკოტრებასა და 16 მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს.

 

ამის შესახებ რომან გოცირიძემ "კურიერთან" ისაუბრა და თქვა, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან.

 

"ზურაბ ტყემალაძისა და მისი ბიზნესპარტნიორისა და პოლიტიკური პარტნიორის, დეპუტატ კახა გიუაშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი ამ ადამიანებმა გააკოტრეს. 16 მილიონი ლარი გაფლანგეს, გადაქაჩეს თავიანთ ბიზნესში ეს ფული და 36 ათასი მეანაბრე და ბანკის კლიენტურა ერთ მშვენიერ დღეს დატოვეს ყოველგვარი რესურსების გარეშე," - განცხადა რომან გოცირიძემ.

 

მისი თმით, მაშინდელმა პრემიერმა, ზურაბ ნოღაიდელმა, "ეროვნულ ბანკთან" ერთად სერიოზული სამუშაო ჩაატარა და ბანკი გადაარჩინა, რომელიც შემდეგ "საქართველოს ბანკს" შეერწყა.

 

"დღეს ზურა ტყემალაძემ ფულის სუნი იყნოსა. მას უნდა, რომ თავის მეგობრებთან ერთად ან "საქართველოს ბანკს" წაართვას ფული ან ბიუჯეტიდან სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში მიიღოს კომპენსაცია. ვერაფერს ვერ მიიღებთ, ბატონო ზურაბ, რადგან იქ იყო დიდი დანაშაული," - ამბობს რომან გოცირიძე.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: