აკო მინაშვილი კომბლით ცემეს
ზუგდიდში "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრზე" თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო პარლამენტის წევრმა, აკაკი მინაშვილმა. როგორც მინაშვილმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა თავდასხმის დროს მას ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა ხის ხელკეტი ჩაარტყეს რა დროსაც მან დაზიანებები ხელის არეში მიიღო.
"ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს, ისინი ახორციელებენ რეპრესიებს ოპოზიციაზე. დღეს თავს ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაგვესხნენ"-განუცხადა აკაკი მინაშვილმა "რუსთავი 2-ს."
ამ წუთებში ის "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში" იმყოფება. მინაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.