ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რა ქონებას ფლობს ნოდარ ხადური?

რა ქონებას ფლობს ნოდარ ხადური?

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის უძრავ-მოძრავი ქონება ,მხოლოდ თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში მდებარე 110.00 კვ. მ ფართობის ბინითა და 2008 წლის მსუბუქი ავტომანქანა Nissan Tiida - თი შემოიფარგლება.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, მინისტრს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 8 000.00 ლარი და რესპუბლიკა ბანკი სახელფასო ანგარიშზე 1 620.00 ლარი აქვს.

მისი დეპოზიტი თიბისის ბანკში 21 200.00 ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის ოჯახს, ნაღდი ფულის სახით, 10 000.00 ლარი აქვს.

რაც შეეხება მის შემოსავალს სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ის პროფესორია, 23 740.64 ლარი აქვს მიღებული, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან  90 165.00 ლარი.

ნოდარ ხადურის მამა, თამაზ ხადური, გორში, 2 000.00 კვ.მ ფართობის მიწის მფლობელია. საპენსიო ანგარიშზე კი 150 ლარი ერიცხება, ისევე როგორც მინისტრის დედას.

სხვა სახის ქონება და ანგარიშები საქართველოს ფინანსთა მინისტრ დონარ ხადურს, 2014 წლის 13 ნოემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, არ გააჩნია.

წყარო: „გურიანიუსი“

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: