გოგი თათუხაშვილი: "ზუსტად შენ-ირაკლი ღარიბაშვილო, შენნაირი მუწუკები ანგრევთ ქართულ ჯარს"

გოგი თათუხაშვილი: "ზუსტად შენ-ირაკლი ღარიბაშვილო, შენნაირი მუწუკები ანგრევთ ქართულ ჯარს"

ჯილდოებითა და პრემიებით ვერ მოქრთამავ მათ!" ,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი, გოგი თათუხაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სპეცრაზმელებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას: "უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა" .

,,გითხარი შალვა, შვილო, რომ, ოცი წლის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური დევნაა გამოცხადებული პატრიოტებზე, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებზე, ომის ვეტერანებზე. განსაკუთრებით, გენერლებზე და სპეცრაზმელებზე. ისტორიულად საქართველოში შლიან ყველა ბრძოლისუნარიან სამხედრო დანაყოფს, პირველ რიგში სპეცრაზმებს და ა.შ..""

დიახ, ზუსტად შენ -ირაკლი ღარიბაშვილო, და შენნაირი მუწუკები ოცი წლის მანძილზე ანგრევთ ქართულ ჯარს. თქვენ ხომ ერთი დღეც კი არ გიმსახურიათ ჯარში, არ მოგიხდიათ სავალდებულო სამხედო სამსახური, არ გიბრძოლიათ სამშობლოსათვის. თქვენ მხოლოდ თანამდებობებზე დანიშვნისას ხდებით ,,პატარა ნაპოლეონები''! მაშინ გახსენდებათ სამშობლო, აფხაზეთი, სამაჩაბლო. როდესაც გიჭირთ და არჩევნების წინ გახსენდებათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, დაღუპული გმირები და მათი ოჯახის წევრები.

მესამე წელია ხელისუფლებაში ხართ და ერთხელაც არ მიგილოციათ სპეცრაზმელებისათვის სამსახურის დაარსების დღე. ამ დროის მანძილზე დაკითხვებზე დაატარებთ, იჭერთ, ანადგურებთ, ხოცავთ საქართველოს ჯარისკაცებს. ეწევით მათ დისკრედიტაციას. რუსეთის დავალებით ცდილობთ მოუსპოთ ქართველ პატრიოტებს ჯარში მსახურის, სამშობლოს დაცვის სურვილი! თქვენ თითქმის შეასრულეთ რუსეთის მიერ დასახული ამოცანა. კარგად იცით განწყობა ძალოვან სტრუქტურებში, ბევრს აღარ უნდა მსახური. გილოცავთ, ბატონებო, თქვენ ეს თითქმის მოახერხეთ!

ეხლა გაგახსენდათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები? უკვე გაკანკალებთ მოსალოდნელ აღსასრულზე? როდესაც მოახლოვდა 21 მარტი და გჭირდებათ სპეცრაზმების კეთილგანწყობა. ჯილდოებითა და პრემიებით ვერ მოქრთამავ მათ!

არც გაგხსენებიათ, იმიტომ რომ არ გჭირდებათ, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღესასწაულები. 15 მარტი არტილერიისათვის არ მიგილოციათ! არც 16 მარტი შეიარაღებული ძალებისათვის!

მოიგონეთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაბადების დღე 17 მარტია. ამას ვინ ჭამს, დაგცინიან ჯარისკაცები. ყველას კარგად ახსოვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შექმნის თარიღი 2005 წლის იანვარია.

წლის დასაწყისში, როდესაც რეალურად ათი წლისთავი იყო, არ გეცალათ, სპეცრაზმელების დაჭერებით იყავით დაკავებული. ცნობისათვის, 2004 წლის ბოლოს დაშალეს შინაგანი ჯარები და მის ბაზაზე 2005 წლის იანვრის დასაწყისიდან დაარსდა განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური.

თქვენი პარპაშის დასასრული ცოტა მოგვიანებით იქნება. ამიტომ კიდევ ცოტა ხანი მოგიწევთ ყასიდად ეფეროთ სპეცრაზმელებს. ძალიან კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება. გაჩერებულები არიან ხელფასებისა და კრედიტების ბორკილებით.

ისიც კარგად იცით, რომ ქართველი ხალხის მზაობის დროს, მე აღმოვჩნდები მათ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სპეცრაზმები და ჯარი იდგეს ხალხის გვერდით. როგორც ეს მოხდა 2003 წელს თბილისში და 2004 წელს აჭარაში !

ეს საერთოდ ! რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობას :

-შენ ის ღარიბაშვილი არა ხარ შარშან ჩამოხვედი თუ არა ამერიკიდან ჩემი შვილი მალევე რომ მოინახულე გატაცების ადგილას?

-შენ არ გაეცი ბრძანება ნებისმიერი ფორმით მოეპოვებინათ თქვენთვის სასურველი აღიარება?

-პირადად შენ არ გაეცი განკარგულება შალვას და მისი ოჯახის წევრების განადგურებაზე?

ამ და სხვა დანაშაულებზე პასუხის გაცემა მოგიწევს შენს ბიძიკოსთან ერთად"-წერს  თათუხაშვილი. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: