რას მოხმარდა პრეზიდენტის 2012 წლის სარეზერვო ფონდი?

რას მოხმარდა პრეზიდენტის 2012 წლის სარეზერვო ფონდი?

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით გავრცელებული საჯარო ინფრომაციიდან ირკვევა, რომ ნახევარი მილიონ ლარზე მეტი ქალაქ ლაზიკაში განხორციელებულ პროექტებზე დაიხარჯა, ხოლო 100 000 ადმინისტრაციისთვის მსუბუქი ავტომანქანის შეძენას მოხმარდა.


სარეზერვო ფონდიდად თანხების გაცემის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, რომ 795 000 ლარით დაფინანსდა ფიზიკური პირის საჩუქარი. 168 000 ლარი გამოიყო სომალში მეკობრეების მიერ დატყვევებული მეზღვაურების გასათავისუფლებისა და შემდეგ მათი საქართველოში ტრანსპორტირებისთვის.


შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მილიონის ნაცვლად 10 მილიონი ლარი იქნება. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: