აქცია კანცელარიასთან - მოქალაქეებმა ღარიბაშვილს მატრასი და სავარძელი მიუტანეს
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ხმაურიანი აქცია გაიმართა.
კანცელარიასთან მოქალაქეებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მატრასი და სავარძელი მიუტანეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ბოლო შენაძენი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს სურდათ, მატრასი კანცელარიაში მე-8-ე სართულზე, პრემიერმინისტრის მოსაცდელში აეტანათ. თუმცა, მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა.
აქციას მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზაცია დროა და პატრიოტთა ალიანსი მართავდა.