შსს-მ რამდენიმე თანამშრომელი ინფორმაციის უკანონოდ გაცემის გამო სამსახურიდან დაითხოვა

შსს-მ რამდენიმე თანამშრომელი ინფორმაციის უკანონოდ გაცემის გამო სამსახურიდან დაითხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე თანამშრომელი ინფორმაციის უკანონოდ გაცემის გამო სამსახურიდან დაითხოვა. ამის შესახებ უწყებაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

"შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპას"-ის მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია.

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, 2015 წლის 26 იანვარს პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორ არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ მსგავსი მეთოდებით პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებისგან. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ "პოლიციის შესახებ" კანონს, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება არ აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის. "პოლიციის ეთიკის კოდექსის" მიხედვით, პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გადაცდომის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული სასჯელის მკაცრი ზომები", - განაცხადეს შსს-ში.

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Appreciation to my father who stated to me concerning this webpage, this website is in fact amazing. web page Hello there, I discovered your blog by the use of Google whilst searching for a comparable topic, your web site came up, it seems to be good. I have bookmarked it in my google bookmarks. Hello there, simply became alert to your weblog through Google, and found that it is really informative. I'm going to be careful for brussels. I will be grateful in case you continue this in future. Numerous folks will probably be benefited from your writing. Cheers! casino en ligne Hi, everything is going fine here and ofcourse every one is sharing facts, that's truly good, keep up writing. casino en ligne I was suggested this blog by means of my cousin. I'm no longer sure whether this post is written by means of him as nobody else recognise such special about my trouble. You're wonderful! Thanks! casino en ligne Hi there! I'm at work surfing around your blog from my new iphone! Just wanted to say I love reading through your blog and look forward to all your posts! Keep up the outstanding work! casino en ligne We are a group of volunteers and starting a new scheme in our community. Your web site provided us with valuable info to work on. You've done an impressive job and our whole community will be thankful to you. casino en ligne I pay a visit each day a few web sites and websites to read content, however this webpage gives feature based articles. casino en ligne Hello there! I could have sworn I've been to this website before but after browsing through some of the post I realized it's new to me. Anyways, I'm definitely happy I found it and I'll be bookmarking and checking back often! casino en ligne Simply want to say your article is as astounding. The clarity for your post is just great and i can suppose you're a professional in this subject. Well with your permission allow me to clutch your RSS feed to keep up to date with forthcoming post. Thanks one million and please keep up the gratifying work. casino en ligne Everyone loves what you guys are up too. This sort of clever work and coverage! Keep up the very good works guys I've added you guys to my own blogroll. casino en ligne

Facebook კომენტარები: