მიხეილ სააკაშვილს კარნეგის ცენტრში მოუსმინეს

მიხეილ სააკაშვილს კარნეგის ცენტრში მოუსმინეს

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოვიდა.


მიხეილ სააკაშვილმა იმ პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია.


ქვეყნის პირველი პირი არჩევნების შემდგომ პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითავისოს.


 მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა. მისი თქმით, “ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და მოხდება ვიზის გამარტივება”.


მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა დარბაზში შეკრებილი ექსპერტების შეკითხვებსაც უპასუხა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: