ზურაბ ტყემალაძე: რუსეთის ბაზრის გახსნა მოგებას მოუტანს ქართველ მეღვინეებს

ზურაბ ტყემალაძე: რუსეთის ბაზრის გახსნა მოგებას მოუტანს ქართველ მეღვინეებს

რუსეთ-საქართველოს შორის არსებობს სავაჭრო ურთიერთობების მოგვარების რეალური პერსპექტივა.


ამის საფუძველს იძლევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილის ანდრეი დენისოვის განცხადება: "თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ საქმეებზე, საუბარია ჩვენს ბაზარზე ქართული მეღვინეობის პოზიციების აღდგენაზე. ყოველ შემთხვევაში, ორივე მხარე მზადაა, პრაქტიკულად, შეისწავლოს ეს საკითხი".


ანდრეი დენისოვის ამ განცხადებას ქართველი ექსპერტები რეალურს უწეოდებენ. მათი თქმით, აუცილებალია, მოხდეს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას.


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსული ბაზრის გახსნა ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ქართველ მეღვინეებს.


"მივესალმები ქართული პროდუქციის დაბრუნებას რუსეთის ბაზარზე. მაგრამ, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება. ქართულმა მხარემ ურთიერთობის მოსაგვარებლად დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ასევე აუცილებელია, რომ რუსეთის მხრიდანაც გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები, რათა ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს. რუსული ბაზრის გახსნა ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ქართველ მეღვინეებს", _ აცხადებს ტყემალაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: