მანანა კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძერაობის" განცხადებას, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, პასუხობს და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ჰყავს.
"ჩვენ მშვიდად მივალთ არჩევნებამდე და რა თქმა უნდა, ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში - იმ დოზით არ იყოს, რა დოზითაც არის. ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, პალიკო ვერ გადაწყვეტს.
ჩვენ მაღალი კვორუმით ავირჩიეთ ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა. სულ რომ არ დაეჭირათ მხარი "თავისუფალ დემოკრატებს", ჩვენ ამას მაინც მოვახერხებდით. ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა, ეს ძალიან კარგად იცის "ნაციონალურმა მოძრაობამ", ფაქტია, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ და შეცდომაში შეიყვანონ, თითქონ იწყებენ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. ისინი არ არიან პარლამენტში უმრავლესობა და რა უნდობლობას იწყებენ. ვერც ერთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამას აკომპლექტებს "ქართული ოცნება" და ქართული საზოგადოება, რომელმაც აირჩია "ქართული ოცნება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.