პაატა კოღუაშვილი: რუსეთი ვალდებულია, ბაზრის გახსნაზე იფიქროს

პაატა კოღუაშვილი: რუსეთი ვალდებულია, ბაზრის გახსნაზე იფიქროს

რუსეთი ვალდებულია ბაზრის გახსნაზე იფიქროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგრალური პროდუქტი ქვეყნის გარეთ გავიდეს, რათა ქართველმა გლეხმა და მეწარმემ სული მოითქვას.


ამის შესახებ "ივერიონთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა განაცხადა.


"ჩვენ გვახსოვს რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსის გენადი ონიშენკოს განცხადება, რომ თუ რუს სპეციალისტებს შეუშვებენ ქართული ღვინის საწარმოებში და ღვინის უსაფრთხოება და ხარისხი შემოწმდება, ამის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება რუსული ბაზრის გახსნაზე უკვე შესაძლებელი იქნება. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, რაშიც საქართველოს წვლილიც არის. სწორედ ამიტომ, რუსეთი ვალდებულიც კი არის ბაზრის გახსნაზე იფიქროს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგრალური პროდუქტი ქვეყნის გარეთ გავიდეს, რათა ქართველმა გლეხმა და მეწარმემ სული მოითქვას. რუსეთის ბაზრის გახსნა გულისხმობს, რომ ბაზარზე არა მარტო ქართული ღვინო, ასევე მინერალური წყლების, ხილის, ბოსტნეულის და ჩაის ექსპორტიც მოხდება", _ განაცხადა ჩევენთან საუბარში პაატა კოღუაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი 2006 წლიდან აიკრძალა. ამის ოფიციალურ მიზეზად პროდუქციის ანალიზის დროს აღმოჩენილი სანიტარულ-ეპიდემოლოგიური ნორმების დარღვევაა.


რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოსთან ერთად აიკრძალა "ბორჯმის", "ნაბეღლავის" და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების შეტანაც. ქართული მხარე ამას პოლიტიკურად მოტივირებულად ააფასებდა.


ექსპერტების განცხადებიტთ, რუსული ბაზრის გახსნა არ გულისხმობს რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარებას. ამისთვის აუცილებელია რუსეთმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ელჩები გაიწვიოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: