ბიძინა ივანიშვილი:"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან

ბიძინა ივანიშვილი:"ნაციონალური  მოძრაობის" წევრებმა აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 5-7 ათასი ადამიანის მოგროვებით, პრინციპში, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან.


"იმით, რაც მოაგროვეს, 5 თუ 7 ათასი ადამიანი, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან. ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და აბსოლუტურად უმიზეზოდ მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას გადადგომას. აკო მინაშვილმა თქვა, ჩააბარეს აფხაზეთი და ოსეთიო. ასეთი ცინიზმის ატანა ძალიან რთულია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ აჩვენა, როგორი კულტურული ხალხია ქართველები.

"გუშინ ჩანდა საზოგადოების ზრდა და როგორ ლაღად და იუმორით უყურებს ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ცდილობს, ისინი სიცრუეში ამყოფოს. ნახეთ, როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები?! მოძალადეებს მივეცით უფლება, დემონსტრაცია ჩაეტარებინათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: