ზაზა გაბუნია: თბილისის მერმა თავად აჩვენა "შეტენვის" მაგალითი

ზაზა გაბუნია: თბილისის მერმა თავად აჩვენა "შეტენვის" მაგალითი

"გიგი უგულავას განცხადება ჩემი მისამართით ცინიზმია", _ განცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისიტიან-დემოკრატების" თავჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.


მთავარ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან შეხვედრისას, ზაზა გაბუნიამ თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის გამოძიება მოითხოვა, გაკეთებულმა განცხადებებმა ქალაქის მერის განრისხება გამოიწვია.


"უგულავამ თქვა, რომ ზაზა გაბუნია ვიღაცას ეტენება. მე მინდა გავახსენო მას, რომ სამი წელია თბილისის საკრებულოს წევრი ვარ და ყოველთვის პრინციპული ვიყავი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ფულის ხარჯვა. "შეტენვის" ნათელი მაგალითი უგულავამ პრემირ-მინისტრთან მისვლით და იქ შოუს დადგმით აჩვენა," _ განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


საკრებულოს წევრმა ასევე გაიხსენა თბილისის მერის გიგი უგულავას სტრიპტიზ-ბარში გართობის შემთხვევები.


"ქალაქის მერი, თბილისის განითარების ფონდიდან გადარიცხული თანხებით სტრიპტიზ-ბარებში მატრაბაზობაშია შემჩნეული. მე ასეთი ადამიანისგან ვერ მივიღებ და არ ვეთანხმები მის კრიტიკას. მან საზოგადოების წინაშე ბოდიში  უნდა მოიხადოს", _ განაცხადა ბრიგინგზე ზაზა გაბუნიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: